ვენეციაში ისევ წყალდიდობაა. ქალაქი დატბორილია. ამჯერად ტალღების სიმაღლემ 1.40 მეტრს გადააჭარბა.
ვენეციის ცნობილი წმინდა მარკოზის ტაძრის მოედანი წყლის ქვეშაა.
ვენეციაში წყალდიდობა მიმდინარე წლის ნოემბერშიც იყო. მაშინ წყლის დონემ 1.80 მეტრს მიაღწია. გამოცხადებული იყო საგანგაშო მდგომარეობა.
ცნობისთვის, მსგავსი წყალდიდობა ვენეციაში ბოლო 50 წლის მანძილზე არ ყოფილა.
ვენეციაში საგანგაშო მდგომარეობაა, ქალაქი წყალქვეშ მოექცა (ვიდეო, ფოტო)
ვენეციაში მასშტაბური წყალდიდობა მიმდინარე წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც წყლის დონე 1.80 მეტრიან ნიშნულს გადაცდა. მსგავსი წყალდიდობა იტალიის ქალაქში ბოლო 50 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ქალაქს ნოემბერში დიდი ზარალი მიადგა. სასტუმროების ჯავშნები 45 პროცენტით შემცირდა.