„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც კალაძემ განაცხადა, 1993 წლის 27 სექტემბრით კიდევ ერთი სისხლიანი და ცრემლიანი დღე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში.
„საქართველო, რომელიც იყო ყველას სახლი, ყველას კუთხე, საუკუნეების განმავლობაში ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქი გვყავდა, ერთი სამშობლო გვქონდა, მივუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახის წევრს და ნათესავს. ეს არის ტკივილი, რომელიც ყველა ჩვენგანის გულშია და მჯერა, რომ შევძლებთ, დავინრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო,“ – განაცხადა კახა კალაძემ.