LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის უმძიმესი დანაკარგი მთელი ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის… მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

4194
რუსა მეტრეველი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – უნივერსიტეტის ცნობით, გარდაიცვალა სასწავლებლის სტუდენტი – რუსა მეტრეველი.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი რუსა მეტრეველის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს და წერს, რომ მისი გარდაცვალება უმძიმესი დანაკარგი მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის.

„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის, რუსა მეტრეველის გარდაცვალების გამო.

ეს არის უმძიმესი დანაკარგი მთელი ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ თანაკურსელებს, მეგობრებს და ლექტორებს.

მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

არსებული ინფორმაციით, რუსა მეტრეველი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის, რუსა…

Posted by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი • SabaUni on ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g