LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ყველაზე რთული ვიდეო, რაც კი ოდესმე გადამიღია“ – ცნობილი ინფლუენსერი წყვილი დაშორდა

1123
გიორგი ნაჭყებია/თიკა კურტანიძე

ცნობილი ქართველი ინფლუენსერი წყვილი – თიკა კურტანიძე და გიორგი ნაჭყებია, მეტსახელად „მანდრეინი“ დაშორდა.

ორივე მათგანს სოციალურ ქსელში ასიათასობით გამომწერი ჰყავს.

დაშორების შესახებ თიკამ გამომწერებისთვის ვიდეო ჩაწერა.

„ეს არის ყველაზე რთული ვიდეო, რაც კი ოდესმე გადამიღია. უკვე რამდენჯერმე ვცადე ამ ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ რამდენჯერმე გავჩერდი. ბოლო პერიოდია (ალბათ ბევრმა თქვენგანმა შეამჩნიეთ), რომ მე და გიორგის აღარ გვიდევს ერთად ვიდეოები… დავშორდით. ძალიან რთულ პერიოდს გავდივარ. სიტყვებით მიჭირს ამ ყველაფრის გადმოცემა. დარწმუნებული ვარ, გიორგისაც უჭირს ამ პერიოდის გავლა. მინდა გთხოვოთ, თავი შეიკავოთ ნეგატიური კომენტარებისგან. არ აქვს მნიშვნელობა ადრესატს. არც ერთი არ ვიმსახურებთ. მესმის, რომ თუ წყვილი სოციალურ ქსელში ჩანს, გვგონია, რომ ვიცნობთ და ვიცით როგორები არიან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სოციალური ქსელიდან ვერ გამოიტან დასკვნას. მხოლოდ მე და გიორგიმ ვიცით, რა ხდებოდა ჩვენს შორის, ამიტომ გთხოვთ, ჩვენს პირად სივრცეს პატივი ეცით“, – ამბობს თიკა კურტანიძე.

ცნობისთვის, წყვილს ქორწილი გასული წლის ნოემბერში ჰქონდა.

ფოტო/ვიდეო: „ჩემი საოცნებო ხელის თხოვნა კომოს ტბაზე“ – ბლოგერმა გიორგი ნაჭყებიამ რჩეულს, თიკა კურტანიძეს ხელი სთხოვა

ფოტო: „ბედნიერები წუთები არ მოგკლებოდეთ“ – თიკა კურტანიძემ და გიორგი ნაჭყებიამ იქორწინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g