ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე, თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.
ელიზბარაშვილი წერს 10 წლის გოგონას შესახებ, რომელიც პატარა ლეკვებს ყოველდღე საკუთარი ხელით კვებავს:
„ბოლო პერიოდში ბევრი თვალაუხელელი ლეკვი მივიღეთ თავშესაფარში. მათ შორის, ეს დედა ძაღლი თავისი ლეკვებით. მას მანქანა დაეჯახა და ნერვული სისტემა დაუზიანა, შესაბამისად, ლეკვებს ვეღარ აქცევს ყურადღებას.
ჩვენი თანამშრომლის, ნათია სულხანიშვილის შვილი, 10 წლის ლიდია კი დილიდან საღამომდე აჭმევს სათითაოდ საწოვარათი. ეს ბავშვი არის საოცრება“, – წერს თამაზ ელიზბარაშვილი.
02.07.2023
ბოლო პერიოდში ბევრი თვალაუხელელი ლეკვი მივიღეთ თავშესაფარში. მათ შორის ეს დედა ძაღლი თავის ლეკვებით. მას მანქანა დაეჯახა და ნერვული სისტემა დაუზიანა, შესაბამისად ლეკვებს ვეღარ აქცევს ყურადღებას. ჩვენი თანამშრომლის, ნათია სულხანიშვილის შვილი, 10 წლის ლიდია კი დილიდან საღამომდე აჭმევს სათითაოდ საწოვარათი ? ეს ბავშვი არის საოცრება ?Posted by Tamaz Elizbarashvili dog shelter on კვირა, 02 ივლისი, 2023