LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ბიჭი დააკავეს. ტროტუარზე იდგა, შეუვარდნენ და დაიჭირეს. სამედიცინო უნივერსიტეტის ოქროს მედალოსანი“ – რას ედავებიან მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს

181
ნუგო გოგბერაშვილი

4 თებერვალს, პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცავებმა სამოქალაქო აქტივისტი ნუგო გოგბერაშვილი დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ ნუგო გოგბერაშვილის ბიძაშვილმა, მარიამ გოგბერაშვილმა განუცხადა, მას პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან და ამ დროისთვის უცნობია, როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი.

მარიამი ამბობს, რომ ნუგო გოგბერაშვილი სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია. ის თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ხშირად მონაწილეობდა.

„და აი, დადგა დღე, როდესაც სისტემის ბინძური ხელი უშუალოდ შეგვეხო.

უსაფუძვლოდ და უსამართლოდ დაიჭირეს ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ადამიანი.

ნუგო კარგად იქნება, კიდევ უფრო ძლიერი გამოვა და გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის არსებობისთვის.

თქვენ კი, ვისაც გგონიათ, რომ თქვენი სიჩუმით თავს აარიდებთ ამ უსამართლობას და არ შეგეხებიან, ძალიან ცდებით.

შემდეგი შეიძლება მე ვიყო, ჩემს შემდეგ კი შენ იქნები. იქნებ, ახლა მაინც დაინახოთ, რომ სისტემა არავის ინდობს და არავინ იცის, თქვენს კარზე როდის დააკაკუნებენ.

ვაითუ, იმ დროისთვის აღარავინ დარჩეს, ვინც თქვენ დაგიცავთ.

გამაგრდი, ნუგო, შენით ვამაყობთ!“, – წერს მარიამ გოგბერაშვილი სოციალურ ქსელში.

სოციალური გვერდი „მომავლის მკურნალები“ ნუგო გოგბერაშვილის კადრებს ავრცელებს და წერს, რომ კადრებში ვერსად იპოვით ფრაგმენტს, სადაც დაუმორჩილებლობის მომენტი იქნება ასახული.

„ნუგო გოგბერაშვილს ედავებიან დაუმორჩილებლობას, კადრებში კი ნათლად ჩანს, როგორ მივარდა მოძალადე პოლიცია მარტო მდგომ პირთან და გადაიყვანა დაკავების მანქანასთან.
გადაყვანის მომენტში ვერსად იხილავთ ვიდეომასალის იმ ფრაგმენტს, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას დაადასტურებს. სისტემა ძალადობს მომავალ ექიმებზე“, – ვკითხულობთ „მომავლის მკურნალების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ℹ️ ნუგო გოგბერაშვილს ედავებიან დაუმორჩილებლობას, კადრებში კი ნათლად ჩანს, როგორ მივარდა მოძალადე პოლიცია მარტო მდგომ პირთან და გადაიყვანა დაკავების მანქანასთან. გადაყვანის მომენტში ვერსად იხილავთ ვიდეომასალის იმ ფრაგმენტს, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას დაადასტურებს. ‼️სისტემა ძალადობს მომავალ ექიმებზე‼️ #ცეცხლიოლიგარქიას 🎥: netgazeti

Posted by Healers of the Future • HOF • მომავლის მკურნალები on სამშაბათი, 04 თებერვალი, 2025

ნუგო გოგბერაშვილის დაკავების შესახებ წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ეს ბიჭი დააკავეს. ტროტუარზე იდგა, შეუვარდნენ და დაიჭირეს. სამედიცინო უნივერსიტეტის ოქროს მედალოსანი“. – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

„საჭირო გახდა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება – შიმშილობას განაგრძობს“ – „ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელზე

„მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ – ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g