LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ბიჭი იუბილარია და უსასრულობამდე უნდა იყოს ჩემთან, მიყვარხარ…” – მომღერალ არჩილ ცანკაშვილს მეუღლე, რადიო “არ დაიდარდოს” ცნობილი წამყვანი, ნანკა ქოქიაშვილი დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს

908
BeFunky-collage (1)

ცნობილი მომღერალი არჩილ ცანკაშვილი იუბილარია. მას 41 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, რადიო “არ დაიდარდოს” ყველასთვის საყვარელი წამყვანი, ნანკა ქოქიაშვილი წერს და დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.

“სულ ვფიქრობდი, რატომ უხსნიდნენ ადამიანები ერთმანეთს საჯაროდ სიყვარულს. სახლში ხომ ჰყავთ და უთხრანთქო, მაგრამ აღმოჩნდა, როდესაც შინაგანი ბედნიერება აღარ გეტევა გინდა ყველას მოუყვე, გააგებინო და გაუზიარო.

ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის ჩემი განვლილი ცხოვრება და შეხედულებები. ამიტომ ზუსტად გაიგებთ, რას ნიშნავს ეს ბიჭი ჩემთვის.

31 მაისი ათჯერ უფრო განსაკუთრებული გახდა ვიდრე აქამდე. იმიტომ რომ აღმოჩნდა, ამ დღეს ის ჩემთვის დაიბადა.

კი, ნამდვილად ვოცნებობდი, თუ სიყვარული და ოჯახი მექნებოდა ისეთი ყოფილიყო, როგორიც ახლა მაქვს.

ჩემი მეგობრები ზუსტად მიხვდებით, რას ნიშნავს ჩემგან ამ სიტყვების ასე საჯაროდ თქმა.

ხოდა იცოდეთ, რომ ეს ბიჭი იუბილარია და უსასრულობამდე უნდა იყოს ჩემთან. მადლობა, პოსტალიონს, ჩემ უდარდელ კოლეგებს – რადიო ,,არ დაიდარდოს” და გია დავითიანს.

მიყ-ვარ-ხარ” – წერს ნანკა ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g