რამაზ გაგნიძე სოციალურ ქსელში გვაცნობს ამიკო გოგიტიძეს, რომელიც ცნობილი ექიმების სამეულთან ერთად, კორონავირუსის წინააღმდეგ, დაუღალავად შრომობს.
გთავაზობთ პოსტს:
“ეს 33 წლის ბიჭი-ამიკო გოგიტიძე, რომელიც თავდადებულად შრომობს ამირან გამყრელიძესთან, პაატა იმნაძესთან და თენგიზ ცერცვაძესთან ერთად და რომელსაც ფაქტობრივად არ უძინია 2 თვე, წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობას.
იგი, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის საბჭოს წევრი, ყველაფერს აკეთებს მთელი ქვეყნის მაშტაბით კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციისთვის, კარანტინის და თვითიზოლაციაში მყოფი ხალხისათვის და პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის.
სწორედ ამიტომ მინდოდა საჯაროდ გადამეხადა მადლობა ამ პიროვნებისთვის!”