„ეს ბრძოლა გრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი“, – ამ შინაარსის წერილს ავრცელებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედიდან“.
მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ადამიანებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის.
„მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს. მარიამ ჯიშკარიანის გუნდს. ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურა ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს ამ დიდი უსამართლობის წინააღმდეგობის გაწევისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისთვის და ადამიანობისთვის.
დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება.
მაგრამ ქართველები გულზე ხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას“. – წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი
„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე
„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე