LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი

157
მიხეილ სააკაშვილი

ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

“ქართული სასამართლო მოსმენა აბსოლუტური ხუმრობა აღმოჩნდა. მეორე მხრივ, ჩვენი მტკიცებულება ეფუძნებოდა ზედმიწევნით ჩატარებულ გამოკვლევებს, რომლებიც ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიისა და საქართველოს წამყვანი ექიმების მიერ. თითქმის ყველა მათგანმა მომინახულა მე, ზოგიერთმა მათგანმა რამდენჯერმეც.

ხელისუფლების ექსპერტებმა თავიც კი არ შეიწუხეს, რომ ერთხელ მაინც ვენახე, მაგრამ სასამართლომ მათ დაუჯერა და არა საერთაშორისო გუნდს, რომელშიც შედიოდა ნობელის პრიზიორი, რომელმაც თქვა, რომ თუ მე საპატიმროში დავრჩები, მოვკვდები.

აქედან გამომდინარე, ახლა მე, ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები საპატიმროში ყველა ლეტალური დაავადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც მსოფლიოში არავინ, რუსეთის გარდა, არ აღიარებს. შემთხვევითობა არაა, რომ ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობა რამდენჯერმე გასული კვირის განმავლობაში და ასევე თავს დამესხა მე. პუტინმა პირობა დადო, რომ „კვერცხებით ჩამომკიდებდა“ და ეტყობა, თავისი მარიონეტული რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მეშვეობით აკეთებს ამას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე

„ენმ-ის ოფისში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს“ – ხაბეიშვილი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს

პოპულალურები