LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ბრძოლაც მოვიგე” – საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

1182
timthumb

ეკა მიშველაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” სასამართლოში 3-წლიანი დავა საბოლოოდ მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.

უზენაესმა სასამართლომ  “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. შესაბამისად, ძალაში დარჩა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ეკატერინე მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

“სასამართლომ მიუთითა, რომ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა  საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები. გადაცემა “პირველი სტუდიის” დახურვის შემდგომ, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროებოდა შესაბამისი მიმართულების გადაცემის წამყვანები, ამასთან, წამყვანების შერჩევა მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” შეარჩია ახალი წამყვანები, უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას  უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა,” – წერს საია.

სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დავას და საბოლოო გადაწყვეტილებას ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“აი ასე დასრულდა საზმაუდან ჩემი უკანონოდ გათავისუფლების ამბავი! ეს ბრძოლაც მოვიგე! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერს თავის სახელი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაერქვა! აი ასეა, ბრძოლას ყველთვის აქვს აზრი! მადლობა საიას, ჩემს ადვოკატს Nona Kurdovanidze, რომელმაც თავდაუზოგავად იშრომა და იბრძოლა! მადლობა იმ ყველა ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვინც ასევე სულ მხარში მედგა! უფ რა მაგარი ამბავია” – წერს მიშველაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g