LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს დასაწყისია უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად” – მოვიგეთ საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების სექსუალურ შევიწროებაზე: PHR

84
Untitled design111

ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) მოიგო საქმე სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას PHR ავრცელებს და აცხადებს, რომ ასეთი საქმე საქართველოში პირველია.

გავრცელებული ინფორმაციით, შევიწროებას კაცი მწვრთნელი ახორციელებდა:

“ეს წუთია #PHR-მა მოიგო საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე!

შევიწროებას ახორციელებდა კაცი მწვრთნელი.

ასევე, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის მოთხოვნაც.

ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

magti 5g