LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს“ – ალუდა ღუდუშაური სანქციებზე

127
ალუდა ღუდუშაური

გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, როდესაც ასეთ უარგუმენტო, თუ ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ გადაწყვეტილებას ვხედავთ, ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.

აქტივების გაყინვა და სამოგზაურო აკრძალვა – გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ გაჩაღებულია სანქციებით ომი.

„სანქციების გამოყენება ხდება ამა თუ იმ უწყების პირების მიმართ. რა თქმა უნდა, სრულიად ნათელია, რომ ეს იმისთვის ხდება, რომ ინსტიტუციებზე მიიტანონ იერიში. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ბრიტანეთი მართლაც არის თავისი ისტორიით სანიმუშო ქვეყანა, სამართლის ასპექტების მხრივ და დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ვხედავთ ასეთ უარგუმენტო თუ ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ გადაწყვეტილებას, ეს ასევე მათ იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სანქციებზე: „სავარაუდოდ, გათვლაა, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს მოსამართლეში და ამან შიგნიდან ჩამოშლა უზრუნველყოს – ზოგიერთს დაავიწყდა, რომ საქმე ქართველ მოსამართლეებთან გვაქვს“

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g