სოციალურ ქსელში მირანდა შარაძე აქვეყნებს ამბავს, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. როგორც ის წერს, დიდი ხნის წინ პატარა ლეკვს კვებავდა, შემდეგ ის აღარ უნახავს და ერთ დღეს მას ბედმა საინტერესო გარემოში შეახვედრა.
გთავაზობთ სტატუსს:
„ამბავი უნდა მოგიყვეთ: თვეების წინ უბანში ვკვებავდი ერთ ლეკვს და შეძლებისდაგვარად ვმკურნალობდი. შემდეგ გაქრა ეს ლეკვი და რამდენიმე თვის შემდეგ ბულვარში ვნახე, უკვე დაბირკული, ისეთივე პატარა, გამხდარი და ჭრილობებით. რაც შეეხება გუშინდელ საღამოს: მე აკიტა მყავს, რომელიც არ არის მეგობრული სხვა ძაღლების მიმართ, განსაკუთრებით ტანად ძაღლებთან (კონკურენტებად აღიქვამს). გვერდით ჰასკის პატრონები ექაჩებოდნენ ძაღლებს, ერთმანეთს დაერივნენ. რა თქმა უნდა, ჩემმაც მისცა ბანი, ამ დროს წინ გადაუდგა დიდი, უზარმაზარი ძაღლი, ავნერვიულდი, იმასთან რომ გაეწია, ჩემიც დაშავდებოდა და სასწაული იყო, რომ არც ჩემს აკიტას გასჩენია აგრესია ( იცავდა იმ ძაღლებისგან ჩემს აკიტას). ეს ძაღლი სულ წინ მიდგებოდა, თითქოს რაღაცას მახვედრებდა და როცა სიტუაცია ჩაწყნარდა, ხალხო, ეს დიდი და უზარმაზარი ძაღლი აღმოჩნდა ის ლეკვი (ბირკით ვიცანი) ლუიმაც იცნო და მანაც მიცნო, აღმოჩნდა, რომ მე გავიაზრე ყველაზე ბოლო. ზუსტად ერთი საათი ითამაშეს. ფერებით გული ვერ ვიჯერე და თვალებს არ ვუჯერებდი, “კაცი” იყო უკვე ის პატარა ლეკვი და თავი უსუსურად ვიგრძენი, რომ ვერ წავიყვანე სახლში. არ შორდებოდნენ ერთმანეთს, ბოლოს ძლივს წავიყვანე ჩემი სახლში,გვიანი იყო უკვე და როცა წავედით, იდგა და თვალს არ გვაშორებდა, ნეტა განახათ მისი სევდიანი თვალები?ძაღლი ამ ქვეყანაზე გამოგზავნილი ანგელოზია. მის მადლიერ თვალებს რა დამავიწყებს, ნეტა ადამიანს შეეძლოს ასე ყველაფრის დანახვა და დაფასება. აქვე მინდა გთხოვოთ: თუ ვინმეს გაქვთ ეზო, აიყვანეთ გთხოვთ, ძაღლი პიროვნებაა, იმას ქუჩაში რა უნდა. გთხოვთ, აიყვანეთ P.S. თუ ვინმე დაინტერესდებით ძაღლით,მომწერეთ. იმედია, დაინტერესდება ვინმე“.