„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ის შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს მთავრობებს შორის”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს საკითხი მთავრობებს შორის კომუნიკაციით უნდა იქნეს გამოძიებული და ერთადერთი, ვინ ამგვარი ურთიერთდაპირისპირების სარგებელს იღებს, რუსეთია.
„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ის შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს მთავრობებს შორის, ეს არის ამგვარი საკითხის გამოძიების სწორი გზა. აქ მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველო არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“,– განაცხადა კელი დეგნანმა.