LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ფოტოშოპია, მაკიაჟის მაგია, თუ პლასტიკური ქირურგის ოქროს ხელები?“ – ლინდა ევანგელისტა დაბრუნდა

448
page

90-იანი წლების ლეგენდარული მოდელები, ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, ლინდა ევანგელისტა და კრისტი ტარლინგტონი ბრიტანული „ვოგის“ სექტემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდნენ. ფოტოსესია შოუს, The Super Models-ის გამოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა, რომლის პრემიერაც Apple TV+-ზე 20 სექტემბერს შედგება.

უბერებლები – 90-იანი წლების ლეგენდარული მოდელები ბრიტანული „ვოგის“ გარეკანზე მოხვდნენ

ფოტოების გავრცელების შემდეგ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია 58 წლის ლინდა ევანგელისტას რადიკალურად გარდაქმნილმა ვიზუალმა. შეგახსენებთ, ორი წლის წინ 90-იანი წლების სუპერმოდელმა საზოგადოებას გაუმხილა, რომ მან ლიპოსაქცია გაიკეთა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

ვარსკვლავის სახეც ძალიან შეცვლილი იყო. მისი ცნობა ქუჩაში შეუძლებელი გახლდათ. ახლა კი ის კვლავ ბრწყინვალედ გამოიყურება. ამიტომ საზოგადოებას მხრიდან მთავარი შეკითხვა ჟღერს ასე: „ეს ფოტოშოპია, მაკიაჟის მაგია, თუ პლასტიკური ქირურგის ოქროს ხელები?“.

„წარმოუდგენელი გარდასახვა“, „საუკუნის გარდაქმნა“, „ნუთუ ეს ორი ადამიანი ერთი და იგივე პიროვნებაა?“, – წერენ კომენტარებში.

„ეს არც ჩემი ყბა და არც ჩემი კისერია“ – 57 წლის ლინდა ევანგელისტა ბრიტანული „ვოგის“ გარეკანზე და სკანდალური აღიარება

ლინდა ევანგელისტა მრავალი ოპერაციის შემდეგ საკუთარ თავს ემსგავსება და შვილთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, რომლის მამაც სელმა ჰაიეკის ქმარია

 

View this post on Instagram

 

A post shared by Linda Evangelista (@lindaevangelista)

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები