90-იანი წლების ლეგენდარული მოდელები, ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, ლინდა ევანგელისტა და კრისტი ტარლინგტონი ბრიტანული „ვოგის“ სექტემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფოტოსესია შოუს, The Super Models-ის გამოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა, რომლის პრემიერაც Apple TV+-ზე 20 სექტემბერს შედგება.
ცნობისთვის, ახალ შოუში ოთხი სერიაა წარმოდგენილი და ის ეპოქალური ტოპ-მოდელების შესახებ საინტერესო დეტალებს გვიყვება.
ფოტო: „უბერებელნი“ – 90-იანების ლეგენდარული მოდელები „ბარბერის“ ჩვენებაზე შეიკრიბნენ
ფოტო: 90-იანი წლების გოგონები „ბალმეინის“ ახალ სარეკლამო კამპანიაში
ნახეთ: როგორ ერთობოდნენ ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი და კლაუდია შიფერი 90-იან წლებში