LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არც ჩემი ყბა და არც ჩემი კისერია“ – 57 წლის ლინდა ევანგელისტა ბრიტანული „ვოგის“ გარეკანზე და სკანდალური აღიარება

7689
Untitledgfgfgfd

57 წლის ლინდა ევანგელისტა ბრიტანული „ვოგოის“, სექტემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია ბრწყინვალე გამოვიდა. მან არაერთი ფერადი „ლუქი“ მოირგო, თუმცა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ფოტოსესიისთვის სახის წებოვანი ფირფიტებით გადაჭიმვა და უამრავი მაკიაჟი დასჭირდა.

„ეს არც ჩემი ყბა და არც ჩემი კისერია, ბევრი რამ გახდა საჭირო იმისთვის, რომ ჩვეული სახის ნაკვთები დაებრუნებინათ ჩემთვის“, – აცხადებს მოდელი, რომელმაც წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციების კვალი ვერაფრით დამალა.

ბოლო პერიოდში ლინდამ ორი ოპერაცია გადაიტანა და მოდის ინდუსტრიაშიც დაბრუნდა. გასულ თვეს მან „ფენდის“ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.

წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, 56 წლის ლინდა ევანგელისტა „ფენდის“ რეკლამაში გამოჩნდა 

57 წლის ლინდა ევანგელისტა წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ უმაკიაჟოდ გამოჩნდა 

„მე მომწონდა პოდიუმზე ყოფნა, ახლა კი ქუჩაში ნაცნობთან შეხვედრის მეშინია“ – ლინდა ევანგელისტა წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციების შედეგებს გვაჩვენებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები