როგორც ცნობილია, 90-იანი წლების სუპერმოდელი, ლინდა ევანგელისტა პლასტიკურ ქირურგებს დაუპირისპირდა. 57 წლის მოდელმა საზოგადოებას გაუმხილა, თუ რა გახდა მისი გაუჩინარებოს მიზეზი. როგორც ირკვევა, მან ლიპოსაქცია გაიკეთა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.
„დამამახინჯეს“! – ლინდა ევანგელისტა ამბობს, რომ ლიპოსაქციის შემდეგ მისი ცნობა შეუძლებელია
ამჯერად ლინდა საზოგადოების წინაშე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა. ის ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. მოდელს შავი სპორტული შარვალი და ჯინსის ქურთუკი ეცვა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ლინდა პირველად გამოჩნდა, მან გამოცემა People-ს გარეკანი დაამშვენა და საკუთარ მდგომარეობაზეც გულწრფელად ისაუბრა.
„მე მომწონდა პოდიუმზე ყოფნა, ახლა კი ქუჩაში ნაცნობთან შეხვედრის მეშინია. მე ასე, მალვაში ყოფნა აღარ შემიძლია“, – აცხადებს ევანგელისტა.