LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს ასადის სურვილს, ასიამოვნოს კრემლს – უკრაინის საგარეო უწყება

25

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სირიის მიერ „აღიარებას“ უკრაინა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად აფასებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ცხადყოფს ასადის რეჟიმის სურვილს, რომ კრემლს ასიამოვნოს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებას და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას.უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დამასკოს გადაწყვეტილებას ბათილად მიიჩნევს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები