LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გადაწყვეტილება მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე“ – გია ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

182
ვოლსკი და ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება.

მისი განცხადებით, „ეს გადაწყვეტილება მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე“. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ „საზოგადოებას ეს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ შესაძლო კონსპირაციის და უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილში“.

„არსებითი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ“ – შარლ მიშელი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ

„ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“ – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გვარამიას შეწყალებაზე

ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია

„ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება [ნიკა გვარამიას შეწყალება] საკმაოდ მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე. საზოგადოებას ეს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ განცდა ამ შესაძლო კონსპირაციის, თითქოს შუალედურ შეფასებაში ეწერა, რომ მედია გარემოა მძიმე და იმავე დღეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება აუხსნელად, უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილში, იმიტომ რომ დანაშაული რეალურად ჩადენილია.

ასეთ ვითარებაში, არც გამოდიხარ, არც ხსნი და საზოგადოებას არაფრად მიიჩნევ. მასად მიიჩნევ, რომელმაც უნდა გაიგოს და უნდა არ გაიგოს – დამამცირებელი პოზიციაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების გადაწყვეტილება არ არის ევროპული მომავლისთვის მხარდამჭერი გადაწყვეტილება.

„ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ „რუსთავი 2“ , რომელსაც კონკრეტული პირი ხელმძღვანელობდა, ძალით იყო მიტაცებული. როდესაც რეალობისგან მოწყვეტილ განცხადებას აკეთებ და სახელმწიფოს მიმართ ასეთ განცხადებას კადრულობ (როგორიც 26 მაისს გავიგონეთ), შემდეგ ეროვნულ ბანკზე, ამის მერე ეს ეჭვი არსებობდა ყოველთვის, მაგრამ ამ ფორმით, ვერ დავუშვებდი. ეთქვა, რომ ეს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ხელს გვიშლის, მაგრამ იცოდეთ რეალობა. თვითონაც ხომ კარგად იცის, რა არის რეალობა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

პირველი ვიცე-სპიკერი სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკავშირებს ევროკომისიის დღევანდელ ზეპირ ანგარიშს.

„არ შეიძლება ასეთი დამთხვევა, როდესაც კეთდება შუალედური განცხადება, გამოდის ევროკომისარი, საუბრობს იმაზე, რომ ბევრი რამ გაკეთებულია და ერთი, რომელიც ეხება მედია გარემოს, შეუსრულებელია და იმავე საღამოს გადაწყვეტილება არის მიღებული ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია დღეს იქნა შესრულებული სალომე ზურაბიშვილის მიერ“,- განაცხადა ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g