LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოქალაქეებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ“ – ანა წითლიძე ევროსაბჭოში ჩანიშნულ დებატებზე

140
ანა წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე ეხმიანება ევროსაბჭოში ჩანიშნულ დებატებს, რომელიც 27 ივნისს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართება.

ანა წითლიძის განცხადებით, აღნიშნული დებატები საერთაშორისო პარტნიორებს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე ღია მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ:

„ქართული ოცნების“ მცდელობის მიუხედავად, რომ ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე დებატები არ შემდგარიყო, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში.

ეს დებატები კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ისაუბრონ იმ მავნებლურ ქმედებებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს.

და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები არის ასევე შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ დაამარცხონ რუსული ოცნება“, – თქვა ანა წითლიძემ.

92 მომხრე. 17 წინააღმდეგი. მიუხედავად ქართული ოცნების წარმომადგენლის გივი მიქანაძის ჯაფისა და შუამდგომლობისა…

Posted by Ana Tsitlidze on ორშაბათი, 24 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g