LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო დაუვიწყარი კონცერტი“ – კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის კამერული მუსიკის XIX ფესტივალის კონცერტი გაიმართა

541
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის კამერული მუსიკის XIX ფესტივალის მეორე კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ: დავით ხრიკული, ვერიკო ჭუმბურიძე, სურენ ბაგრატუნი, მამიკონ ნახაპეტოვი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ კახი სოლომნიშვილის ხელმძღვანელობით.

საკონცერტო პროგრამაში წარმოდგენილი იყო ჰაიდნის, შოპენისა და მენდელსონის ნაწარმოებები.

საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

კონცერტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასება მოჰყვა.

„ეს იყო დაუვიწყარი კონცერტი“,

„დავით ხრიკული, უკვე ლეგენდა. უამრავ ბრწყინვალე წარმატებას, სიხარულს და ბედნიერ წლებს ვუსურვებ“, – წერენ სოციალურ ქსელში.

„დავით ხრიკულს კერძო პირმა ჯილდოს სახით 6 000 ევრო გადასცა, დარბაზის საოცარი რეაქცია ყველაფერს ამბობს…“ – რას წერს ნინო სურგულაძე

magti 5g