მომღერალი ლინდა ადამია საზოგადოებამ წლების წინ მუსიკალურ პროექტ „X ფაქტორიდან“ გაიცნო. მაშინ ლინდა 19 წლის იყო.
სცენაზე ოთხი თვის ორსული გამოდიოდა, ფეხმძიმობას მისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.
ამჟამად ლინდა შვილთან, ჯარჯისთან და მეუღლესთან, დათუნა ყიასაშვილთან ერთად ცხოვრობს.
ბოლო დროს ლინდამ წონაში საკმაოდ დაიკლო.
როგორც ცნობილია, მომღერალმა ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა. ლინდა სოციალურ ქსელში მადლობას უხდის ექიმს, დავით აბულაძეს, რომელმაც მისი ცხოვრების სტილი შეცვალა.
„25 ოქტომბერი – 1 წლის გავხდი. ეს იყო ყველაზე რთული გზა, რასაც კი ოდესმე შევჭიდებივარ და ეს ყველაფერი ამ სიხარულად და ახლად დაბადებად ღირდა. მთელი ცხოვრება დავით აბულაძის მადლიერი ვიქნები“, – წერს ლინდა ადამია სოციალურ ქსელში.