მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი იყო.
მისი მეუღლე ნინო ქაცარიძე რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკას გარდაცვალება მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე იყო.
მსახიობის საგრიმიორო ამ დრომდე ხელუხლებელია…
„ლაზარეს მამის სურათის კოცნა უყვარს….
ჩემს გონებაში სულ ტრიალებს. ეს იყო ყველაზე საშინელი და მწარე დღე ჩემს ცხოვრებაში ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ გადარჩებოდა და არ დაგვტოვებდა.
ის უზომოდ იყო შეყვარებული თავის პროფესიაზე.
თეატრი მისთვის არასდროს იყო სამსახურში. არასდროს ამბობდა, სამსახურში მივდივარო“. იხსენებს ნინო ბერიძე ნიკო ქაცარიძეს.
„ ნიკა ქაცარიძის კუთხე, ბოლოს როგორც დატოვა ისეა, ყველაფერი ხელუხლებელია. ორმოცი დღე ასე იქნება. შემდეგ შევაგროვებ ყველაფერს და ოჯახს გადავცემ.
ჩვენ აქ ფაქტობრივად 18 წელი ვცხოვრობდით, ეს იყო ჩვენი მეორე სახლი. მაგიდაზე დღემდე დევს შესავსები ბილეთი. მე უნდა მოვიგო მილიონი, “ – იხსენებს ლევან ხურცია.