კვირას ღამით გამართული SAG Awards-ის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის შეხვედრა გახდა. ახალმა თბილმა ფოტოებმა და კულისებში შეხვედრის კადრებმა, მედიას გაუჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ წყვილს შორის ყველაფერი დასრულებული არაა.
თავად ჯენიფერ ენისტონმა კი საზოგადოებას ახალი ჭორების გავრცელების მიზეზი მისცა. მან ცერემონიალის დასრულების შემდეგ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ის დატვირთული დღის შემდეგ აბაზანაში განტვირთვას ცდილობს.
ფოტოზე ჩანს ენისტონის სააბაზანო ოთახი, SAG Awards-ის ქანდაკება და „დიორის“ ვინტაჟური კაბა, ასევე ფეხსაცმელი, რომელიც ენისტონს დაჯილდოვებაზე ეცვა.
ფოტოს მალევე მოჰყვა ფანების მხრიდან კომენტარები; „ეს კაბა ბრედმა გაახადა?“, – წერს გაოცებული გულშემატკივარი.





