LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს კარგია: კობი და იაშკა ფრაიბურგის ყველა დროის სიმბოლურში შეიყვანეს

186

ბუნდესლიგის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა “ფრაიბურგის” ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეების სიმბოლური შემადგენლობა. რჩეულებში ორი ქართველი მოხვდა – ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი.

ქართველ ფეხბურთელებს ასე ახასიათებენ:

ლევან კობიაშვილი – “ლევან კობიაშვილი ცნობილი მოთამაშე იყო გერმანულ ფეხბურთში1998-2014 წლებში. მას წარმატებული კარიერა ჰქონდა “შალკესა” და “ჰერტაში”, მაგრამ სახელი “ფრაიბურგში” გაითქვა, რომელშიც 1998 წლის იანვარში გადავიდა და დიდი როლი ითამაშა კლუბის პირველ ბუნდესლიგაში გადასაყვანად. კობიაშვილმა ბუნდესლიგის დონეზე 185 მატჩი ჩაატარა “ფრაიბურგში” და 36 გოლი გაიტანა, მათ შორის, შვიდი 2000-01 წლების სეზონში, როცა გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა და უეფას თასზე გავიდა”.

ალექსანდრე იაშვილი – “მეორე ქართველი კლუბის ყველა დროის სიმბოლურში. იაშვილი “ფრაიბურგის” ფანებს 1997-2007 წლების პერიოდში ანიჭებდა სიამოვნებას. ის არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა გუნდის მეორედან პირველ ბუნდესლიგაში გადასვლაში. მას 29 გოლი აქვს გატანილი ბუნდესლიგაში და დიდი ხანი კლუბის საუკეთესო ბომბარიდირიც იყო, სანამ 2011 წელს პაპის სისემ არ გაუსწრო. “ფრაიბურგში” 255 მატჩის ჩატარების (ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდსმენია არაგერმანელ ფეხბურთელებს შორის) შემდეგ, მეზობელ “კარლსრუეში” გადავიდა, თუმცა დარჩა “ფრაიბურგის” ფანების ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად”.

“ფრაიბურგის” ყველა დროის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

რიხარდ გიოლცი – საშა რიტერი, მატიას გინტერი, ლევან კობიაშვილი – ანდრეას ცაიერი, სუმაილა კულიბალი, როდოლფო კარდოსო, ალექსანდრე იაშვილი – პაპის სისე, იოახიმ ლიოვი.
მწვრთნელი: ფოლკერ ფინკე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g