LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის, როგორც გაზის მიმწოდებლის არასანდოობას“ – ევროკომისიის პრეზიდენტი აღშფოთებულია

67
Gbhuvgs6UCDFAgaX

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის, როგორც გაზის მიმწოდებლის არასანდოობას“ – ამ სიტყვებით ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ ევროპის დაშანტაჟების მცდელობა მას შემდეგ დაგმო, რაც რუსულმა „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მან გაზის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთსა და ბულგარეთს.

„გაზპრომის” განცხადება, რომ ის ევროპაში მომხმარებლებისთვის ცალმხრივად აჩერებს ბუნებრივი აირის მიწოდებას, არის რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა, გამოიყენოს გაზი შანტაჟის ინსტრუმენტად. ეს არის გაუმართლებელი და მიუღებელი“, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ასეთი სცენარისთვის ევროკავშირმა საგანგებო გეგმები შეიმუშავა და კრიზისული მოლაპარაკებები ახლა ბრიუსელში მიმდინარეობს. ფონ დერ ლაიენმა ასევე დასძინა, რომ ევროგაერთიანება გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან ალტერნატიული ნაკადების უზრუნველსაყოფად მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g