რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანისა და „ფორმულა 1“-ის ჩემპიონის, ლუის ჰამილტონის რომანი სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს. წყვილის გარემოცვაში ამბობენ, რომ მათი ურთიერთობა შესაძლოა „მათი უკანასკნელი სიყვარული“, ანუ, რეალური და ხანგრძლივი სიყვარული აღმოჩნდეს.
კანიე უესტი კიმ კარდაშიანსა და ლუის ჰამილტონზე სიგიჟემდე ეჭვიანობს – ინსაიდერი დეტალებს გვიყვება
გამოცემა Us Weekly-თან საუბარში წყარომ აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა განსხვავდება წინა რომანებისგან, რადგან ყველაფერი მეგობრობით დაიწყო.
„რადგან მათი ურთიერთობა თავიდან მეგობრობით დაიწყო, მათთან ახლოს მყოფი ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება ორივესთვის საბოლოო სიყვარულად იქცეს“, – განაცხადა ინსაიდერმა.
აღსანიშნავია, კარდაშიანი და ჰამილტონი სხვადასხვა ღონისძიებაზე ერთად ჯერ კიდევ 2014 წლიდან ჩნდებოდნენ.
ვიდეო: პირველი საჯარო გამოჩენა – კიმ კარდაშიანი და მისი ახალი სატრფო, ლუის ჰამილტონი Super Bowl-ზე

