„ევროპული საქართველო“ თანმიმდევრულ პოზიციაზე ვიმყოფებით, ჩვენთვის ეს პარლამენტი კვლავ არალეგიტიმურია და შესაბამისად, ეს მცირე არჩევნები რუსთავში, რეალურად პოლიტიკურ სივრცეში ეს არაფერ არ ცვლის სამწუხაროდ,- განაცხადა პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ნონიაშვილმა.
ნონიაშვილმა აღნიშნა, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში მნიშვნელოვანია “დიდი ბრძოლისთვის” მომზადება. ამ დროისთვის, პარტიაში არ აკონკრეტებენ, რას გულისხმობს “დიდი ბრძოლა”, თუმცა ღიად აცხადებენ რომ მისი მიზანი მმართველი პარტიის დამარცხებაა და რუსთავის მოქალაქეებს მოუწოდებენ ადგილობრივ არჩევნებზე ხმა “ქართულ ოცნებას” არ მისცენ.
“მნიშვნელოვანია დიდი ბრძოლისთვის მომზადება იმისათვის, რომ დამარცხდეს „ქართული ოცნება“. მოქალაქეები, რომლებიც მივლენ რუსთავის ადგილობრივ არჩევნებზე ცხადია მოვუწოდებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭირონ მხარი.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა.