LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მომჭირნეობის წელია, თანხები პირველ რიგში სახელმწიფო მოხელის ხელფასებს მოაკლდება – მინისტრი

90
118827594-3321915877898048-4613183207856015544-o

ეკონომიკის მინისტრი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ეს მომჭირნეობის წელია“ და, თანხები პირველ რიგში სახელმწიფო მოხელის ხელფასებს მოაკლდება. აღნიშნულ საკითხზე ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კრიტიკოსი ამბობდა, რომ თითქოს მომავალ წელს ბიუჯეტში იზრდება ხელფასები, თუ კი რამე იზრდება, ეს არის მასწავლებლების, ჯარისკაცის, პოლიციელის ანაზღაურება. ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელეს მთლიანობაში სახელფასო ფონდი აკლდება.

ცალსახად გაიზარდა მეწარმეობაზე გასაწევი ხარჯები. აქ არის სწორედ ის დახმარება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – რესტორნების, მცირე საოჯახო სასტუმროების, “ივენთ” კომპანიების სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა და სხვა ტიპის დახმარებები, რაც ჩვენ გვაქვს. თუნდაც იპოთეკური სესხების დახმარება, რამაც გადაარჩინა ჩვენი სამშენებლო ინდუსტრია, არა იმიტომ რომ მხოლოდ ინდუსტრია იყო ზრუნვის საგანი, ის ადამიანები იყვნენ ზრუნვის საგნები, ვინც ელოდებოდნენ ბინებს. წარმოუდგენელია კვლავაც, როგორც წინა კრიზისების შემდეგ ქალაქში დაგვრჩეს დაუმთავრებელი მშენებლობები. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით ბიუჯეტი გაზრდილია… ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ეს განვითარება. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, რა თქმა უნდა, ეს მომჭირნეობის წელია“,- განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g