LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მთავრობის ბრალია“ – Cardi B კონცერტისას სკამიდან გადმოვარდა – ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

168
page

Cardi B ლას-ვეგასში, ტურნეს, Little Miss Drama ფარგლებში გამართული კონცერტზე სცენაზე უხერხულად დაეცა. კადრები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

მაყურებლის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გადმოვარდა 33 წლის არტისტი სკამიდან მაშინ, როცა Blueface-ის ჰიტის ასრულებდა.

მიუხედავად ამისა, შემსრულებელმა სიტუაცია პროფესიონალურად მართა, სცენის იატაკზე ჩამოჯდა და შესრულება შეუფერხებლად გააგრძელა.

„გრემის“ მფლობელმა მომღერალმა მომხდარი ტრადიციული იუმორით შეაფასა და ხუმრობა აშშ-ის მთავრობის მისამართით გააკეთა.

„ეს მთავრობის ბრალია“, – მიმართა მან მაყურებელს, რის შემდეგაც მომდევნო სიმღერაზე, Pretty & Petty გადავიდა.

,,ისინი ჩემ გულშემატკივრებს ვერ წაიყვანენ” – ქარდი ბიმ კონცერტზე ICE-ს მიმართა

Cardi B მეოთხე შვილს ელოდება – არტისტმა ბავშვის მამის ვინაობა გაამხილა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები