LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ოცნების“ მხრიდან დათმობაა და ამას ცუდ კონოტაციაში არ ვიტყვი: ლევან იოსელიანი შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერაზე

56
ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების” ერთ- ერთმა ლიდერისა და დეპუტატ, ლევან იოსელიანის განცხადებით, კრისტიან დანეილსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება „ქართული ოცნების” მხრიდან  დათმობაზე მიუთითებს. იოსელიანი არ გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებასთან  კავშირში შესაძლოა კობახიძის აშშ -ში ვიზიტი იყოს.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილიც მოაწერს. მისი თქმით, “მოქალაქეებისთვის”  დოკუმენტი თავიდანვე მისაღები იყო და ხელმოწერასთან დაკავშირებით მზაობაც თავიდანვე დააფიქსირეს.

„ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან არის აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დოკუმენტი არ არის რომელიმე ერთი მხარის შემუშავებული, ის არის შედგენილი მედიატორის მიერ, რომელმაც ძალიან სამართლიანად გაითვალისწინა ორივე მხარის ინტერესები ამ დოკუმენტში,” – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, იოსელიანი იმედოვნებს, რომ ამ დოკუმენტის მნიშვნელობას ოპოზიციის ნაწილი მაინც გაითვალისწინებს, მოაწერს მას ხელს და პარლამენტში შევა.

“მახსოვს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის პოზიცია, რომელმაც თქვა, რომ ყველამ რომ მოაწეროს ხელი, ის მაინც არ მოაწერს, რამდენადაც მახსოვს ასე თქვა ბატონმა ბოკერიამ. ვფიქრობ, რომ სწორედ ნაწილი მოაწერს ხელს და ნაწილი დარჩება ისევ თავის მოთხოვნის ერთგული, ვადამდელ არჩევნებს ვგულისხმობ და ასე გაგრძელდება და პროცესი.

ეს არის დათმობა „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამას ცუდ კონოტაციაში არ ვიტყვი, კარგია, რომ დათმობაზე წავიდნენ და გაიაზრეს პოლიტიკური სიტუაციის სიმძიმე. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებასთან კავშირში კობახიძის ვიზიტი იყოს, თუმცა, ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან ისედაც გვესმოდა, რომ ორმხრივი კომპრომის არის სწორი,”- განაცხადა იოსელიანმა.

მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არცერთი წინადადება არ იყო მოცემული, ეს ოპოზიციამ იცის: არჩილ თალაკვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g