133-ე საჯარო სკოლა მოსწავლეების, დათა გურიელისა და ბექა სურმანიძის წარმატების შესახებ წერს.
სკოლა აღნიშნავს, რომ ბიჭებმა ტესტირება-გასაუბრება წარმატებით გაიარეს და ოქსფორდის კოლეჯში ისწავლიან.
„ეს ოქროს ბიჭები 133-ე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელები დათა გურიელი და ბექა სურმანიძე გახლავთ.
სკოლის წლიური გამოცდების წარმატებით დასრულების შემდეგ, ბიჭებმა კიდევ ერთი დიდი სიხარული მოგვანიჭეს. მათ წარმატებით გაიარეს ბრიტანულ langberry ცენტრში ტესტირება – გასაუბრება და ორივე ოქსფორდის კოლეჯში oxford house college გაივლიან ერთთვიან კურსს. გვჯერა, რომ დათასთვის და ბექასთვის ეს საუკეთესო ტრამპლინი იქნება საბაკალავრო პროგრამის ოქსფორდში გასავლელად. სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ბიჭებს წარმატებას და ამაყობს მათი მიღწევებით,“ – წერს სკოლა.
