LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს პატარა ანგელოზი ანასტასია ჯოლოხავაა, ნიკოს უნდა მოენათლა, მაგრამ…ეს ფუნქცია მისმა პატარა დაიკომ ითავა და ნიკოს ლოცვა მას ზეციდან შეეწევა” – იზა ომაძე

527
BeFunky-collage - 2023-01-18T232854.639

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პატარა ანასტასია, რომელიც ნიკოს უნდა მოენათლა, მისმა მეორე შვილმა მონათლა.

“ლევან გოთუას პერსონაჟისა არ იყოს “ყინწვისის ანგელოზი”-დან, დამუნჯებული ვუმზერდით მე და ანასტასია წალენჯიხის ფერისცვალების ტაძრის ფრესკებს, განსაკუთრებით მთავარანგელოზს და პატარა ანასტასიასთვის ბედნიერ მომავალს და უფლის წყალობას ვთხოვდით.

ეს პატარა ანგელოზი ანასტასია ჯოლოხავაა, ნიკოს უნდა მოენათლა, მაგრამ…

ეს ფუნქცია ნიკოს პატარა დაიკომ ითავა და მე დავეხმარე, ასმაგად საპასუხისმგებლოა, ყველაზე საუკეთესო გოგო იქნება პატარა ანასტასია, ნიკოს ლოცვა მას ზეციდან შეეწევა…

დიდი მადლობა ამისათვის მის საოცარ მშობლებს, ნატალი მიქელაძე საოცარი გოგო ხარ,

“რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია!”

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩვენი უფლთან შერწყმის დღეს, დღეს განცხადებისას…

ვულოცავ განსაკუთრებით ჩვენი შვილების ნათლიებს, ჩვენს ნათლულებს, ჩემს გამორჩეულ ნათლულებს მე თქვენ გულით დაგატარებთ და ყოველთვის ჩემს ლოცვაში ხართ”, – წერს იზა ომაძე.

„სადღაც დიდი ტაშისცემა ისმის, სხვათაშორის მწუხარეა ვიღაც“ – გამარჯვების, გაბრწყინების მომტანი წელი ყოფილიყოს: იზა ომაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

ვიდეო: იზა ომაძე – „19 დეკემბრიდან ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ოფიციალურად იფუნქციონირებს“

ჩემს მონატრებას იმით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს: იზა ომაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g