თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი იმართება.
სასამართლოში იმყოფება ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძეც, რომელმაც თქვა, რომ „შვილის მონატრებას, მისი დახვრეტის კადრებით ებრძვის“.
„ყოველ დღე, პროცესის წინ და ისედაც, ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს და დამხვრეტი იყო ჭელიძე და დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, ის დედა არ არის.
მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყველას. რომ არა თქვენ და რომ არა გაშუქება ყველაფერი ამის, ალბათ, ეს საქმე ისე ჩაიფარცხებოდა, როგორც არაერთი. მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა მეფეც და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო, მოუწოდა ვიღაცას, ვინც მუშაობს პარლამენტში, მოუწოდა ახალგაზრდას, რომელსაც დატოვებული აქვს ქვეყანა და არის სადღაც. თუ არ მიშველით და არ დამიხსნით აქედან, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო“, – ამბობს იზა ომაძე.