„19 დეკემბრიდან ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ოფიციალურად იფუნქციონირებს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე წერს.
ომაძე საზოგადოებას ნიკოლოზობის დღესასწაულს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ნიკოს საქმიანობა უნდა გაგრძელდეს.
„ცასაც და მიწასაც ემძიმება ადამიანი, რომელიც მოწოდებულია, არასდროს არაფერი გაუხარდეს.” მასწავლებელთა შორის უდიდესმა მასწავლებელმა ბატონმა გია მურღულიამ დაწერა დილით. ხო და ცოტა დამაფიქრა, გამამხნევა და შემომიძახა ამ სიტყვებმა, დიახ არ მინდა ვიყო მსგავსი გაუსაძლისი ტკივილისა და მიუხედავად?
მიყვარს ხვალინდელი დღე, მეიმედება უდიდესი წმინდა ნ ი კ ო ლ ო ზ ი ♥️ რომელსაც დარწმუნებული ვარ ჩემი ბიჭი გვერდით ჰყავს??
პირველ რიგში, ჩვენს ნიკოს ვულოცავ რომელიც ტკივილამდე გვენატრება♥️
მერე გილოცავთ თვითეულ თქვენთგანს ჩვენი ოჯახის, ჩვენი ნიკოს სახელით, უფალმა ბედნიერი დღეები გიმრავლოთ და წმინდა ნიკოლოზის შემწეობა არ მოგაკლოთ♥️?
ყოველგვარი კანონზომიერება დაირღვა, რთულია, მაგრამ ნიკოს საქმიანობა უნდა გავაგრძელოთ♥️???
19 დეკემბრიდან ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ოფიციალურად იფუნქციონირებს,“ – წერს იზა ომაძე.