„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი შვილის ვიდეოს გვიზიარებს და მის კითხვას, თუ როდის დაბრუნდებიან სახლში, პასუხობს, რომ „მალე ესპანეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები და თან ჩემპიონები დაბრუნდებიან“.
„მართალია, ეს პატარა ბიჭი ახლა „ესპლანეთშია“, მაგრამ „უტვარს“ თავისი „თვეტანა“ – მამა ნამდვილ „საჰში“ ჰომ მალე წავალთ?! – ამ კითხვით იწყება დღე და მთავრდება… კი, მამ, აუცილებლად მალე წავალთ გამარჯვებულები და თან ჩემპიონები ✊“, – წერს თორნიკე ყაჯრიშვილი.
ცნობისათვის, დათა ყაჯრიშვილს მცირე ხნის წინ თავზე ოპერაცია ჩაუტარდა სიმსივნის ამოსაკვეთად, ახლა კი მკურნალობის გაგრძელებაა საჭირო, ვინაიდან სიმსივნე ავთვისებიანია.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა „საქართველოს“ ან „თიბისი“ ბანკის საშუალებით შეუძლიათ:
საქართველოს ბანკი
თიბისი ბანკი
მიმღები: თორნიკე ყაჯრიშვილი