LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს პროექტი ჩემი ცხოვრების ახალი, ძალიან დიდი საწყისია.. იმდენი დადებითი კომენტარია ემოციებში ვვარდები და ვანებებ ხოლმე კითხვას თავს“ – თედო ბექაური

1605
ფორტუნა (15)

„შაბათ-კვირის დილის“ ეთერში თედო ბექაური იყო სტუმრად, რომელმაც პროექტში მის წარმატებულ გამოსვლებზე ისაუბრა.

„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოირგებ ცეკვას. თუ შეგეშალა, არა უშავს, მთავარია, არ გაჩერდე. ჩემთვის განსაკუთრებული იყო ქართული ტური, სადა „აფხაზური“ ვიცეკვეთ. ამ ცეკვას სულ სხვა დატვირთვის ვცეკვავდით“. – ამბობს თედო.

თედო ამბობს, რომ პროექტში შესრულებული ყველა ცეკვა უყვარს.

„ყველა ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად პროექტში შესრულებული პირველ ცეკვას გამოვარჩევ. სიცხე მქონდა და რეპეტიციებზე ვერ დავდიოდი, ბოლო სამ დღეში დავდგით რეალურად ცეკვა“. – იხსენებს თედო.

თედომ იმ პერიოდზეც ისაუბრა, როდესაც „გაღმა ნაპირის“ გადაღების შემდეგ დაკარგული იყო.

„უფრო ჩემი მიზეზი იყო, სხვას ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. გასაუბრებაზე ან კასტინგზე რომ მივდიოდი, მეუბნებოდნენ, მადლობა, ნახვამდის, დაგირეკავთ  და ამით მთავრდებოდა ყველაფერი..

„ცეკვავენ ვარსკვლავები ჩემი ცხოვრების ახალი, ძალიან დიდი საწყისია და ამისთვის ნოე სულაბერიძეს ძალიან დიდი მადლობა, ის დამეხმარა ძალიან.

ჩემ გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი.

ჩემი ცეკვა რამდენჯერაც დაიდო ფეისბუკზე, სულ ვნახულობ კომენტარებს და ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც ერთი თბილი სიტყვა მაინც დაუწერია. იმდენი დადებითი კომენტარია ემოციებში ვვარდები და ვანებებ ხოლმე კითხვას თავს“. – ამბობს თედო.

ვიდეო:„მადლობა, რომ ეს დღესასწაული გვაჩუქეთ“ – თედო ბექაურისა და ანა ბირთველიშვილის ულამაზესად შესრულებული „აფხაზური“

ვიდეო: „ფეხსაცმელი სტკენს, მაგრამ არ იმჩნევს“ – თედო ბექაური „ცეკვავენ ვარსკვლავების კულისებში“

ვიდეო: თედო ბექაურისა და ანა ბირთველიშვილის ემოციური ტანგო, რომელმაც ჟიური და მაყურებელი გულგრილი ვერ დატოვა

ვიდეო: თედო ბექაურისა და ანა ბირთველიშვილის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ შესრულებულმა ცეკვამ მაყურებელი კვლავ აღაფრთოვანა – „გამარჯვებას იმსახურებთ“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g