საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის თემას კიდევ ერთხელ ეხმაურება და პარლამენტის დღევანდელ სხდომას სამარცხვინოს უწოდებს. „ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში… დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება “9 წლით”, მინდა მეათასედ გავიმეორო – ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში! ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას, იმას მე პირადად ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი“, – აცხადებს ექსპრეზიდენტი .