LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება – გავრილოვი პოზნერის ვიზიტზე

99
gavrilovi pozneri

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ გამართული აქცია “ქართული ოპოზიციის გათვითცნობიერებული პროვოკაციაა”.

როგორც გავრილოვმა Tass- თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, მსგავსი ქმედებები ემსახურება იმას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს.

„შემთხვევა პოზნერთან – სერიოზული პოლიტიკური დემარშია. მისი ფიგურა შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან ის რუსეთში ფართოდ არის ცნობილი, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს გათვითცნობიერებული პროვოკაციაა, რომელიც ურტყავს საქართველოს იმიჯს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანას, რომელშიც სტუმრის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ეს გააზრებული “გასროლაა ორივე ფეხში”, რათა შესუსტდეს ეკონომიკა”, – ამბობს გავრილოვი.

მისივე თქმით, პოზნერის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველოს მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და “რაციონალურად მოაზროვნე” ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვს.

„თუმცა აგრესიული, რადიკალური უმცირესობა, რომელიც არის დასავლური წრეების ინსტრუმენტი, ხელისუფლებას აშანტაჟებს, აწყობს პროვოკაციებს იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს”. – თქვა სერგეი გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა პოზნერს ქვეყნის დატოვება ქართული საზოგადოების პროტესტის გამო დაგეგმილზე ადრე მოუწია.

ამავე თემაზე:

როცა შენს სტუმარს ასე ექცევიან, შენ კი ვერაფერს შვრები, ეს ენით აღუწერელი შეურაცხყოფაა: რამიშვილი პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტზე

კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან: გიგა მაქარაშვილი

საფუძვლიანი ეჭვია, რომ გიგა მაქარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტები არიან – კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები