LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფუძვლიანი ეჭვია, რომ გიგა მაქარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტები არიან – კობახიძე

440
sameuli

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიგა მაქარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი და ელენე ხოშტარია მხოლოდ რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, არამედ რუსეთის აგენტები არიან.

მისივე თქმით, გიგა მაქარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტურის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

„სინამდვილეში ისინი არიან რუსული საქმის მკეთებელი ხალხი. ვინ არის გიგა მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესსპიკერი.

ვინ არის შოთა დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას საქართველოში.

ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მარტო რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, არამედ ისინი არიან რუსეთის აგენტები. როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? ელენე ხოშტარია საიდან იგებს? მესიჯების „სქრინები“ რომ ჰქონდათ, გამართული რუსულით დაწერილი. ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტორული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:

პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი აჩვენებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია – რუსეთის დუმის სპიკერი

როცა შენს სტუმარს ასე ექცევიან, შენ კი ვერაფერს შვრები, ეს ენით აღუწერელი შეურაცხყოფაა: რამიშვილი პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტზე

კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან: გიგა მაქარაშვილი