LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა შენს სტუმარს ასე ექცევიან, შენ კი ვერაფერს შვრები, ეს ენით აღუწერელი შეურაცხყოფაა: რამიშვილი პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტზე

330
Untitled design (4)

“ერთია, როცა შენ გაგინებენ და გიჭერენ … ამას კაცი აიტან. ხურდას დაუბრუნებ და თავს გადადებ. აი, როცა შენს სტუმარს ექცევიან ასე, შენ კი ვერაფერს ვერ შვები (იმავე სტუმრის უსაფრთხოების გამო) ეს ენით აუწერელი შეურაცხყოფაა.” – ასე შეაფასა ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში ვიზიტით გამოწვეული პროტესტი.

რამიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ მდგომარეობამდე ქვეყანა იმ ადამიანების ისტერიამ მიიყვანა, რომლებიც ფარად ხან “პატრიოტიზმს”, ხან “დემოკრატიას”, ხან “თავისუფლებას იყენებენ:

შალვა რამიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“თიკა კანდელაკი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. 1994 წელს მოვიყვანე 105 ში. “სკურპულოზულად” ვიცნობთ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გოგო ჩემი ცხოვრების ნაწილია… ჩემი ახალგაზრდობის ნათელი ფერი. ყოველ წელს ჩამოდის ოჯახთან ერთად და აქ აღნიშნავს დაბადების დღეს. მეც ვმასპინძლობ.

წარმოვიდგინე რესტორანთან უჯიშო მიშას უჯიშო ზონდერების ბრბო რომ დახვდეს და შეურაცხყოფა მიაყენოს მას ან მის ქმარ-შვილს.
ყველაზე შავი დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში რადგან უძლურებისგან შეიძლება ბავშივით ავტირდე. ერთია როცა შენ გაგინებენ და გიჭერენ … ამას კაცი აიტან. ხურდას დაუბრუნებ და თავს გადადებ. აი როცა შენს სტუმარს ექცევიან ასე, შენ კი ვერაფერს ვერ შვები (იმავე სტუმრის უსაფრთხოების გამო) ეს ენით აუწერელი შეურაცხყოფაა.

ამ სიგიჟემდე ჩვენი ქვეყანა მიიყვანა შლეგი ადამიანების ისტერიამ. მანქურთებისა, რომლებიც ფარად ხან “პატრიოტიზმს” ხან “დემოკრატიას” ხან “თავისუფლებას იყენებენ. პოზნერს აგინებენ მაგრამ ბურჯანაძეს ტაშს უკრავენ მიტინგებზე. პოზნერს აგინებენ და ეფესბესთან მოთანამშრომლე ოქრუაშვილს თავისი გუნდის წევრად თვლიან პოზნერს აგინებენ და დუმაში “პაკლონზე” მისულ ნატო ჩხეიძეს ემეგობრებიან. აი ასეთი საქართველო მივიღეთ ჩვენ. უძლური ვარ და ძალიან ძალიან მტიკვა გული.” – წერს რამიშვილი.

შეგახსენებთ, პოზნერი 1 აპრილს თბილისში საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. მისი და მისი თანმხლები პირების ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მოყვა.

მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდისტი და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები