LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს“ –  კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტზე

165
კახა ოქრიაშვილი

„იმ პირობებში, როცა ჯანდაცვის სფეროს ხარჯებს შორის პირველ ადგილზეა პერსონალის ხელფასი, მეორე ადგილზე – მედიკამენტები და ზოგადად, დარგი გამოირჩევა მოგების უმდაბლესი მაჩვენებლით, ამ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჯარიმა აისახება სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებზე“, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ავრცელებს და ეხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება.

ოქრიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და ფარმაციის ხარჯის 50-55%-მდე დარგში დასაქმებულების, ექიმების, ექთნების, ლაბორანტებისა და სხვა სამეურნეო პერსონალის ხელფასებს წარმოადგენს.

„ნებისმიერი საპოლიციო მიდგომით დაჯარიმებული ჯანდაცვის სუბიექტები იძულებულნი იქნებიან, ხელფასები შეუმცირონ იქ დასაქმებულ ადამიანებს.

იმ პირობებში, როცა ჯანდაცვის სფეროს ხარჯებს შორის პირველ ადგილზეა პერსონალის ხელფასი, მეორე ადგილზე – მედიკამენტები და ზოგადად, დარგი გამოირჩევა მოგების უმდაბლესი მაჩვენებლით, ამ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჯარიმა აისახება სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებზე.

ხელფასები არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება კიდეც. მთლიანად დარგი იძულებული იქნება, სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე გადაიხადოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმები“, – მიიჩნევს კახა ოქრიაშვილი.

მისი მოსაზრებით, ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს.

„ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2024 წელს, ახალი, დემოკრატიული ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა ამ დარგში იქნება ხელფასების გაორმაგება, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისს გაცილებით უფრო ხარისხიანს გახდის!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტის ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ენიჭება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის ან/და დალუქვის ან/და ამოღების და ა.შ. უფლებამოსილებები.

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსი“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები