LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს საქმე დემოტივაციას შეუქმნის მსხვერპლებს.. სულ მჯეროდა ინტუიციურად მისი უდანაშაულობის – რას წერენ ფეისბუკზე მას შემდეგ, რაც ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი საქმის განაჩენი ცნობილი გახდა

559
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (91)

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის, ნიკა ბასილაშვილის საქმეზე გამოცხადებულმა განაჩენმა საზოგადოებაში არაერთგვაროვენი გამოხმაურება გამოიწვია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ძალიან გახარებული ვარ, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის რთული ასატანი იყო

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

სასამართლო პროცესს, თვალს ორი წლის განმავლობაში ვადევნებდით. ვერდიქტს სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი და კომენტარი მოჰყვა.

ნიკა სიმონიშვილი, საიას თავმჯდომარე: 

„ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი ბრალდებულს კი არა, დაზარალებულს გამოუტანა და სხვათა შორის, ამ მოსამართლეს უფრო ნაკლები მტკიცებულებებითაც გაუმტყუნებია ხალხი ოჯახში ძალადობის საქმეებზე.
ოჯახში ძალადობის საქმეზე ვისაც აქვს შეხება, განსაკუთრებით კი, მოსამართლეს, ყველასათვის ორჯერ ორია, რომ მსხვერპლში დამნაშავე არ უნდა მოძებნო და მას ბრალი არ უნდა დასდო იმაში, თუ რატომ არ დაიცვა თავი ეფექტურად.

სულ რომ ბრალდებული ცამდე მართალი იყოს, დაზარალებულის გამტყუნება სრული კატასტროფაა და ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს მსხვერპლ ქალებზე. მოსამართლის დასმული აქცენტები და მისი ტონი პირდაპირ ადანაშაულებდა დაზარალებულს და მაშინ, როდესაც იცი, რომ შენი დასაბუთება საჯაროდ გადაიცემა, ლაპარაკისგან თავი მით უმეტეს უნდა შეიკავო“.- წერს ნიკა სიმონიშვილი.

უფლებადამცველი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ექსპერტი გოგა ხატიაშვილი:

„ოჯახში ძალადობა არ გამოირჩევა მტკიცებულებათა სიუხვით, რადგან ხდება ჩაკეტილ სივრცეში, რომელსაც არ ჰყავს ბევრი თვითმხილველი მოწმე. ამიტომ, ამ სპეციფიკის გააზრების გარეშე, არსებითად არასწორია საქმეზე მსჯელობა.
ოჯახში ძალადობაზე გვინახავს ბევრი გამამართლებელი განაჩენი, თუმცა, ძირითადად ეს მაშინ ხდება, როდესაც დაზარალებული უარს ამბობს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. ამ საქმეში, დაზარალებულმა დეტალურად მოყვა მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ეპიზოდები, ამიტომ საკითხავია, ძალადობის მინიმუმ ერთი ეპიზოდის ჩადენაში მაინც როგორ ვერ დარწმუნდა მოსამართლე?
ამ საქმეზე თავიდანვე არსებობდა განცდა იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსი იქონიებდა გავლენას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც სასამართლომ 100 000 ლარის ოდენობით გირაო გამოიყენა.
აუცილებლად ვნახავ სასამართლოს წერილობით გადაწყვეტილებას, თუმცა, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმე დემოტივაციას შეუქმნის მსხვერპლებს, დასახმარებლად მიმათონ შესაბამის ორგანოებს. განსაკუთრებული ნდობა ისედაც არ ჰქონდათ“. – წერს გოგა ხატიაშვილი.
ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე კუზანოვა, წერს:

„ბიჭის დედა ვარ და ერთი რამ ზუსტად ვიცი, ცოლს რომ მოიყვანს, იმ სხვისი შვილის თვალზე ერთი ცრემლი რომ დავინახო, მე თვითონ დავთხრი ჩემს საკუთარ შვილს თვალებს!
აი ასე! და ქონების გაყოფის დედაც, ჩემი შვილიშვილებისთვის მინდა ზუსტადაც ყველაფერი!“- წერს ნინო ნადირაძე კუზანოვა.

 პარტია „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი:

„ცოლ–ქმრის საქმეში ჩარევა მთლად სასიამოვნო პროცედურა არ არის,მაგრამ არ მგონია რომ ქალბატონი დოროყაშვილი ყველაფერს ტყუოდეს.

იმედია ვცდები.კარგი ამ გახმაურებულ დავას საერთოდ რომ დავანებოთ თავი. უკვე მგონი მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებლით.

ამას სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ,რომ მახინჯი ისტორიული ტრადიციებიც აქვს როდესაც ქმარი ითვლებოდა ბატონად და პატრონად, ხოლო ცოლის დაჩაგვრა თუ ვაჟკაცობად არა გამართლებულად მაინც იყო აღქმული.სახელმწიფო შენდება მხოლოდ იქ,ცივილიზაცია ჰყვავის მხოლოდ იქ სადაც ქალ–კაცთა ურთიერთობიდან გამორიცხულია ძალადობა.“- წერს შალვა ნათელაშვილი.

ნათია მეზვრიშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი:

„საქმის მასალების დეტალურად არცოდნის პირობებში, მხოლოდ ორი რამის თქმა შემიძლია:
1. ასეთი (მინიმუმ განაჩენის სამოტივაციო ნაწილიდან რაც გავიგე) მტკიცებულებითი სტანდარტით სხვა შემთხვევებში, სხვა ბრალდებულების მიმართ, უამრავ გამამტყუნებელ განაჩენს იცნობს სასამართლო პრაქტიკა.

რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება არა უდანაშაულო ადამიანის დამნაშავედ ცნობა მტკიცებულებების გარეშე, არამედ ის, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობებზე უფრო მაღალი სტანდარტის დადება ხშირად პრაქტიკულად შეუძლებელია (მსხვერპლები არ და ვერ დადიან კამერებით) და უფრო მაღალი სტანდარტის მოთხოვნა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

2. ამ გადაწყვეტილებას (თავისი კონტექსტით, კამპანიით და ა.შ.) აუცილებლად ექნება ნეგატიური გავლენა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე. ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია გააათმაგოს საკუთარი ძალისხმევა ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.“. – წერს ნათია მეზვრიშვილი.

ნინი შერმადინი, მომღერალი:

„ჩემი ჰოროსკოპიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, თითქმის არასდროს შემშლია ადამიანების გამოცნობა. ერთი პერიოდი მართლა ვიფიქრე ნუთუ მართლა შეიძლება, ასეთი სათნო და დალაგებული გამომეტყველების ტიპი მართლა ასეთი სადისტი იყოს თქო.

ძალიან მეცოდება ყველა ქალი ვინც ძალადობის მსხვერპლია, ყველა მოძალადე ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს, განურჩევლად ტიტულებისა და მდგომარეობისა! ამაზე ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ არა ძალადობას! მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიჭს მე პირადად არ ვიცნობ, სულ მჯეროდა ინტუიციურად მისი უდანაშაულობის და ეს დღეს სასამართლომ დაამტკიცა!

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ორივეს წარმატება მინდა ვუსურვო და მშვიდი ცხოვრება მომავალში.
არა ძალადობას!“. – წერს ნინი შერმადინი.

თა­მარ ჩეგ­რო­ლე­იშ­ვი­ლი, „ტაბულას“ დამფუძნებელი:

არ გვექ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო მა­ნამ­დე, სა­ნამ არ გვექ­ნე­ბა ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კა. რეს­პუბ­ლი­კა არ გვექ­ნე­ბა იქამ­დე, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ მოვა ღირ­სე­უ­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც სის­ტე­მუ­რად აზ­როვ­ნებს და იცის, რო­გორ იქ­მნე­ბა ასე­თი სის­ტე­მა“. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი:

„ისე რომ დავაკვირდი სამართალი ჩემსავით დიეტაზეა- პურს არ ვჭამთ.“

ბაია პატარაია, არასამთავრობო ორგანიზაციის “საფარი” დამფუძნებელი:

„რამდენიმე საქმეს გავიხსენებ, სადაც მოპასუხე გავლენიანი კაცი იყო და აბა, თუ გეცნობათ სიტუაცია?

– მედეას საქმე, ყოფილი ქმარი შსს ინფორმატორი იყო, მანქანით გადაუარა ფეხზე, ელ. ფოსტა გაუტეხა, მანამდე არაერთი ძალადობისას მხოლოდ შემაკავებელი ორდერით გამოძვრა – გამართლდა სამივე ინსტანციაში. ახლა საქმე სტრასბურგშია.

– თამთას საქმე, საკუთარმა უფროსმა, ქოცმა პოლიტიკოსმა ჯიშკარიანმა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობა ჩაიდინა, მოძალადემ სამჯერ მაინც შეცვალა ჩვენება, რომ როგორმე ახალ-ახალ მტკიცებულებებს დამთხვეოდა მისი ბოდვა – გამართლდა პირველ ინსტანციაში, ველოდებით მეორეს.

– ახალგაზრდა ქალის საქმე, პოლიციის მაღალჩინოსანმა სცემა და გააუპატიურა საკუთარი პარტნიორი ქალი, კაცი მხოლოდ თანამდებობიდან გადადგა, ქალის ოჯახი დააშინეს, “საფარი” ჩამოაცილეს საქმეს, საქმე თაროზე შემოიდო.

– ქალი, სუსის თანამშრომელმა დაარტყა პარტნიორ ქალს, აფურთხა შვილის თანდასწრებით, მანქანიდან გადმოსვა ზამთარში და არბენინა. ქალი შეაშინეს, “საფარი” ჩამოაცილეს საქმეს, საპროცესო შეთახმებით მოგვარდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს კაცი.
ეს არასრული ჩამონათვალია იმ საქმეების, სადაც მოძალადეს დიდი ძალაუფლება ჰქონდა და პასუხისმგებლობას დაუძვრა.

ამ ქვეყანაში ადვილია ეს, ისედაც უსამართლობითაა გაჟღენთილი ცხოვრების ყველა შრე და ბასილაშვილისნაირ კაცს არ გაუჭირდება სასამართლოზე გავლენის მოხდენა.
ასე რომ ნუ გიხარიათ ბასილაშვილის გამარჯვება, კაცებო და ქალებო, მაგხელა ძალაუფლება თქვენ მაინც არ გექნებათ და უსამართლობითაც პირადად თქვენ ვერ იხეირებთ.

აი, ქალების ბრძოლა და წინააღმდეგობა კი გაიზრდება, რადგან ეს ისეთი წაგებაა, რომელიც კი არ გვასუსტებს, არამედ გვაბრაზებს, ერთ მუჭად გვკრავს და გვაერთიანებს საბრძოლველად! “?- წერს ბაია პატარაია.

ბევრი უცნობი ქალი მწერს, გულის გამგმირავია ეს წერილები.. წესით ეს წერილები თქვენ გეკუთვნით ქ. მოსამართლევ – ანა აბაშიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები