“გადავწყვიტე ამ საქმეს ჩავეჭიდო და ჩვენს ქალაქს ვაღირსო ღირსეული პანსიონატი” – მოხუცთა პანსიონატის გაკეთების იდეა ეთო გუგავას მოუვიდა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ფეისბუკმომხმარებელი აღნიშნავს, საქმეს ნულიდან, უფულოდ იწყებს, მაგრამ ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოების დახმარებაც დასჭირდება.
“ძალიან უცნაური რამ მოხდა ჩემში.
მას შემდეგ, რაც დავიწყე მოხუცთა პანსიონატების ძებნა, გული სულ უფრო მიწვრილდებოდა და საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს სერვისი არამც თუ ცუდია ან კარგია, არა, ის უბრალოდ არ არსებობს.
მე არ ვიცი ვის რა დაფინანსება აქვს, რომელ პანსიონატსა ან თავშესაფარს ვინ კურირებს და რა ფინანსური მდგომარეობა აქვთ.. ერთი არის ფაქტი!!! ამ სფეროს არავინ არც აკონტროლებს და არც სახელმწიფოს ჩართულობა ჩანს. მსგავსი დაწესებულებები მხოლოდ მათი ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებაზე დგანან!
მე გამიმართლა, მართალია ძალიან ძველ სახლში, მაგრამ ძალიან კეთილი და საოცარი ხალხი დამხვდა, მაგრამ ადაპტირებული და მოხუცებზე მორგებული გარემო სიზმარშიც არ უნახავთ.
მოკლედ გადავწყვიტე ამ საქმეს ჩავეჭიდო და ჩვენს ქალაქს ვაღირსო ღირსეული პანსიონატი!!
მე თავად ჩავუდგები სათავეში და გავაკონტროლებ ყველა ნიუანსს!!
ამ საქმეს ფაქტობრივად ნულიდან და უკაპიკოდ ვიწყებ!
სრულიად სოციალურ ქსელს ავაწიოკებ ლაივებითა და აქტივობებით!!
შევეცდები შევქმნა ფონდი, სადაც ყველა თითო თეთრს ჩავრიცხავთ და ჩვენივე სიბერეში ჩავდებთ ინვესტიციას.
შევაღებ ყველა კარს!! შევაწუხებ ბიზნესმენებსაც, მთავრობასაც და თქვენც!!
არ შეიძლება და სრულიად დაუშვებელია მოხუცების უკანასკნელი წლები ფერადი და ლამაზი არ იყოს!
რატომ უნდა ჰქონდეს ევროპელ მოხუცს ყველა კბილი და სახეზე ღიმილი, ხოლო ჩვენი მოხუცები პენსიის თვლაში და გემრიელი საკვების ნატვრაში, ან უწამლობით ჭკნებოდნენ?
მოკლედ!!
მინდა ეს საქმე დავიწყო და თქვენი თანადგომა ძალიან დამჭირდება!!”,- წერს ეთო გუგავა.