LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს შენ გეძღვნება ჯორჯ“ – აცრემლებულმა ელტონ ჯონმა სიმღერა გარდაცვლილ ჯორჯ მაიკლის მიუძღვნა – ემოციური ვიდეო

244
Untitled.pngsdd

25 ივნისს, ლეგენდარულ მომღერალს, ჯორჯ მაიკლის 60 წელი შეუსრულდებოდა. მისმა ახლო მეგობარმა, ელტონ ჯონმა „გლასტონბერის ფესტივალზე“, კონცერტის მსვლელობისას მას სიმღერა მიუძღვნა. სიტყვის წარმოთქმის დროს 76 წლის არტისტმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

„ეს შენ გეძღვნება ჯორჯ“, – ამ სიტყვებით დაიწყო ემოციური მონოლოგი ჯონმა და აუდიტორიის ოვაციებიც დაიმსახურა.

მომღერალმა ჯორჯს 1974 წელს გამოსული საკულტო სიმღერა, Don’t Let The Sun Go Down On Me მიძღვნა.

შეგახსენებთ, ჯორჯ მაიკლი 2016 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯორჯ მაიკლის სამი უცნობი ტრეკი ემი უაინჰაუსის პირად ნივთებში იპოვეს

სიმღერა, რომელიც ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, საახლწლო ფილმის საუნდტრეკი იქნება 

„გუჩირებულები“ და კვლავ შეყვარებულები – 75 წლის ელტონ ჯონი და მისი მეუღლე პაემანზე ერთნაირი ტანისამოსით გამოჩნდნენ

ცნობისთვის, აღნიშნული სიმღერა ერთად ელტონ ჯონმა და ჯორჯ მაიკლმა  პირველად 1985 წელს Wembley-ის სტადიონზე  შეასრულეს. 90-იან წლებში მათი კოლაბორაციული ნამუშევარი ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციებს ორი წლის განმავლობაში არ თმობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები