LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა, რაც კი ქვეყანას ოდესმე უნახავს“ – ბელგიაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

2126
1626451948-ბელგია-წყალდიდობა

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, კიდევ 20 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

„ველოდებით საბოლოო რიცხვს, თუმცა ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა, რაც კი ქვეყანას ოდესმე უნახავს“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, გერმანიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს აჭარბებს, ასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

სტიქია მძვინვარებს ასევე ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და ლუქსემბურგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g