ლელა წურწუმიამ და „ჩვენმა ბენდმა“ ახლახან „აკუსტიკაში“ მიიღეს მონაწილეობა.
ლელამ წარმოგვიდგინა სიმღერა, რომელიც 90-იან წლებში მისი სავიზიტო ბარათი იყო – „პაემანის“ ავტორი ნატო გელაშვილია.
სიმღერის ახლებური ვერსია ბენდთან ერთად აჟღერდა.
კახა მამულაშვილმა ახალი ვარიანტი გააზიარა და დაწერა:
„ძალიან გემრიელი ვერსია გამოვიდა.
ეს სიმღერა ლელას სავიზიტო ბარათი იყო, 90-იანებში.
მადლობა ჩემს უმაგრესს მუსიკოსებს და ნატო გელაშვილს ამ უმაგრესი სიმღერისთვის“.