LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიყვარულია“ – სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს პირველი გამოჩენა ნიშნობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ

173
page

სელენა გომესი და მისი რჩეული, ბენი ბლანკო, ნიშნობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პირველად გამოჩნდნენ. წყვილი ვახშმობის შემდეგ სასეირნოდ მიემართებოდა. ამ დღეს ორივეს ყოველდღიური სამოსი ეცვა. პაპარაცებმა სელენა და ბენი მაშინ გადაიღეს, როცა ჩახუტებულები იყვნენ.

„ეს სიყვარულია“,„უსაყვარლესი წყვილია“, „სელენა, იმსახურებ უდიდეს მზრუნველობას“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, წყვილს მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებს, მათი რომანის შესახებ ცნობილი 2023 წელს გახდა. Emmy-ის დაჯილდოების 76-ე ცერემონიაზე 32 წლის არტისტი და მსახიობი უზარმაზარი ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა, თუმცა ეს ფაქტი ჯერჯერობით ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

სელენა გომესმა Emmy-ის დაჯილდოებაზე ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით გაიბრწყინა

„ჯასტინ ბიბერის შემდეგ, სელენა გომესმა ჭეშმარიტი სიყვარული იპოვა“ – შეყვარებულების უთბილესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები